
ბელგია უკრაინას საბრძოლო მასალებს გადასცემს
22/04/2022 15:26:56 ევროპა
ბელგია უკრაინას საბრძოლო მასალებს გადასცემს. შესაბამისი გადაწყვეტა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია FN Herstal-ის 5 000 ავტომატზე და 200 ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე. ასევე ბელგია უკრაინას გადასცემს 3 800 ტონა საწვავს და თავდაცვის საშუალებებს.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემასა და თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდის საფრანგეთიც.