Accentnews.ge
ბრიტანეთი კიევში საელჩოს კვლავ გახსნის

ბრიტანეთი კიევში საელჩოს კვლავ გახსნის

22/04/2022 15:22:29 ევროპა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მომავალ კვირაში ხელახლა გახსნის თავის საელჩოს კიევში. ბრიტანეთის საელჩო ლვოვში იყო გადატანილი სულ რამდენიმე დღის წინ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეჭრას დაიწყებდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა თქვა, რომ საელჩოს ხელახალი გახსნა განპირობებული იყო უკრაინის მიერ რუსული ძალებისადმი "არაჩვეულებრივი სიმტკიცითა და წარმატებით" გაწეული წინააღმდეგობით.

"მსურს, პატივი მივაგო საელჩოს გუნდს სიმამაცისა და გამძლეობისთვის და მათ მუშაობისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში", – თქვა მან.

ამ თვის დასაწყისში ჯონსონი კიევს ეწვია უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად. კიევი იბრძვის რუსეთთან 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი შეჭრის მოსაგერიებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S