Accentnews.ge
პრაღაში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, „უკრაინის გმირები“ დაარქვეს

პრაღაში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, „უკრაინის გმირები“ დაარქვეს

22/04/2022 14:04:51 ევროპა

პრაღაში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩოა განთავსებული, ამიერიდან უკრაინის გმირების სახელობისაა. გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მიიღო.

უკრაინის გმირების ქუჩა ესაზღვრება ბორის ნემცოვის მოედანს, რომელსაც რუსი პოლიტიკოსის სახელი 2020 წელს მიენიჭა. ამ ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსები არ არის, შესაბამისად, როგორც აღინიშნა, სახელის გადარქმევა მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის.

პრაღის ერთ-ერთ ხიდს ასევე დაერქმევა უკრაინელი ჯარისკაცის ვიტალი სკაკუნის სახელი, რომელიც დაიღუპა ხერსონისკენ მიმავალი რუსული კოლონის წინ ხიდის აფეთქებისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S