მიშელი პუტინს სააღდგომოდ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობისკენ მოუწოდებს
22/04/2022 13:40:04 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სააღდგომოდ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობისკენ მოვუწოდებს. ამის შესახებ მიშელმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსეთის ქმედებებს და მოსკოვის წინააღმდეგ საქნციების ერთგულია.
რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული ქალაქებიდან, მათ შორის მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია ვერ ხერხდება. გაერო–ს მოწოდებას, სააღდგომოდ რუსეთს ჰუმანიტარული დერეფანი უზრუნველეყო, მოსკოვმა უარით უპასუხა.


