
საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემასა და თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდის
22/04/2022 13:47:25 ევროპა
საფრანგეთი უკრაინას MILAN-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემასა და CAESAR-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდის,– ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
"პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და მე სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავერევი. ჩვენ (გერმანია და საფრანგეთი) ძალიან კოორდინირებულები ვართ. ამ თემაზე კანცლერ შოლცს გუშინწინ ვესაუბრე. [უკრაინას] კვლავ ვაწვდით მნიშვნელოვან აღჭურვილობას, დაწყებული MILAN-იდან, დამთავრებული CAESAR-ებითა და იარაღის სხვადასხვა ტიპებით. მგონია, რომ ამ გზით სვლა უნდა განვაგრძოთ, წითელი ხაზის გათვალისწინებით, რომელი არის ის, რომ ომში არ ჩავერთოთ", – თქვა მაკრონმა Ouest France-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მარტის დასაწყისში საფრანგეთმა უკრაინას მცირე სამხედრო დახმარება გაუწია, თუმცა არ დაასახელეს, თუ რა სახის შეიარაღება გადასცეს კიევს „რუსეთის პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით“.