Accentnews.ge
კრემლში არ იციან, როგორ დაასრულონ ომი – მედია

კრემლში არ იციან, როგორ დაასრულონ ომი – მედია

22/04/2022 12:38:20 ევროპა, მსოფლიო

კრემლში არ იციან, როგორ დაასრულონ ომი მოლაპარაკებების დახმარებით და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეიტინგის ჩამოშლის გარეშე და ჩივიან, რომ პროპაგანდამ „გადაამეტა ნაციზმის თემით“,– იუწყება „მედუზა“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკურ ბლოკში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახლა არ არსებობს ომიდან „გამოსვლის კარგი პიარ–სცენარები“, რაც არ გამოიწვევს ხელისუფლების რეიტინგის დაცემას.

მსგავსი „სცენარების“ შემუშავება შიდა პოლიტიკურ ბლოკში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

„დავაკვირდით, ვატრიალეთ, მაგრამ მკაფიო სცენარი არ ჩანს. ამიტომ, გადაწყვიტეს, არ მოემზადებინათ [საზოგადოებრივი] აზრი შესაძლო მოლაპარაკებისთვის [და სამშვიდობო შეთანხმებისთვის], ყველაფერი დინებაზე მიუშვეს“,– ამბობს გამოცემის ერთ–ერთი წყარო.

წყაროების ცნობით, კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ რუსების უმრავლესობა ომს სერიოზულად აღიქვამს, როგორც „ბრძოლას ნაცისტებისა და ნაციზმის წინააღმდეგ“. ამის დასტურად მათ დახურული „სოციოლოგიური გამოკითხვების“ შედეგები მოჰყავთ. კრემლში ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაბრკოლება „საზოგადოების ომიდან გამოსვლის “შეიძლება იყოს „საშუალო კლასის წევრთა პოზიცია“, რომლებიც მხარს უჭერენ „სპეციალურ ოპერაციას“. მათი თქმით, "საშუალო კლასის წარმომადგენლები" დარწმუნებულები არიან: "ომში გამარჯვებამდე უნდა წახვიდე, თუ ის უკვე დაწყებულია - კიევამდე, თუნდაც ლვოვამდე. უკან დახევა არ შეიძლება".

როგორც გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, კრემლს ჯარების უკან დახევითა და მოლაპარაკებების გამო უკმაყოფილება და შესაძლო პროტესტები აშინებს. ამ ჰიპოთეზას თანამოსაუბრეები იმით ხსნიან, რომ რუსული პროპაგანდა „ძალიან შორს წავიდა ნაციზმის თემით“.

ამავდროულად, როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საჯაროდ უჭერენ მხარს ამ რიტორიკას, რადგან მიაჩნიათ, რომ „ძალიან გვიანია საზოგადოებრივ აზრთან კამათი“ და მოუწევთ ბრძოლა რაიმე შედეგამდე, რომლის „გამარჯვებად“ გამოცხადდება შესაძლებელი იქნება.

თუმცა, მსგავსი შიშების ადეკვატურობას გამოცემასთან ეჭვქვეშ აყენებს ორი პოლიტოლოგი, რომელთაგან ერთი ადრე მუშაობდა კრემლში, ხოლო მეორე ამჟამადაც თანამშრომლობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან:

"ახლა რაიმე სოციოლოგიაზე დაყრდნობა უცნაურია. პირიქით, ხალხი პასიურია. ისინი შესაძლოა, ომის წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ არც მხარს უჭერენ. მოსკოვში საშუალო კლასის მანქანებზე სიმბოლო Z რაღაც მაინც და მაინც შესამჩნევი არაა“.

ორივე თანამოსაუბრე დარწმუნებულია, რომ თუ პროპაგანდა „დადუმდება“, ომის მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოსალოდნელი არაა: „მოქალაქეები შეწყვეტენ ნაცისტებზე ფიქრს და საუბარს, მთლიანად გადაერთვებიან პირად პრობლემებზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S