Accentnews.ge
ნაუსედა ნატო-ს მოუწოდებს, მეტი ჯარი გაგზავნოს აღმოსავლეთ ევროპაში

ნაუსედა ნატო-ს მოუწოდებს, მეტი ჯარი გაგზავნოს აღმოსავლეთ ევროპაში

22/04/2022 12:21:13 მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ნატო-ს მოუწოდებს, მეტი ჯარი გაგზავნოს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის მის ქვეყანაში. ნაუსედამ ეს საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანნალენა ბაერბოკთან განიხილა, რომელიც ვილნიუსში იმყოფებოდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის სამხედრო დახმარება, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები.

"დონბასის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინაში იარაღის სწრაფი და ეფექტური მიწოდება შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი ამ ომში. ყოყმანის დრო აღარ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად და სწრაფად", - განაცხადა ნაუსედამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S