Accentnews.ge
შოლცმა შეცვალა საკუთარი არგუმენტი, თუ რატომ არ აწვდის ბერლინი კიევს მძიმე ტექნიკას

შოლცმა შეცვალა საკუთარი არგუმენტი, თუ რატომ არ აწვდის ბერლინი კიევს მძიმე ტექნიკას

22/04/2022 11:59:43 ევროპა

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, დღეს მთავარი პრიორიტეტი NATO-სა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების თავიდან არიდებაა. ამის შესახებ კანცლერმა Der Spiegel-თან ისაუბრა, როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ აწვდიდა გერმანია უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას.

"მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად გადავდგათ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ“,– განაცხადა კანცლერმა და დასძინა, „ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი NATO-სთვის ესკალაციის თავის არიდებაა".

გერმანიასა და საერთაშორისო სივრცეში შოლცის მიმართ კრიტიკა იზრდება, რადგან მის მთავრობას არ სურს რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად უკრაინას მიაწოდოს მძიმე საბრძოლო იარაღი, როგორიცაა ტანკები და ჰაუბიცები.

"ამიტომ არ ვაქცევ ყურადღებას რეიტინგს და არ ვაღიარებ ხმაურიან მოწოდებებს, რადგან შეცდომას დრამატული შედეგები მოჰყვება". - თქვა გერმანიის კანცლერმა.

მანამდე შოლცი აცხადებდა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე სამხედრო იარაღს ვერ მიაწვდიდა, რადგან საკუთარი სამხედრო მარაგი ამოწურული ჰქონდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S