
"რუსეთის მხრიდან ბირთვული ტერორიზმის მორიგი აქტი დავაფიქსირეთ" – „ენერგოატომი“
22/04/2022 11:46:11 ევროპა
უკრაინამ რუსეთის მხრიდან ბირთვული ტერორიზმის მორიგი აქტი დააფიქსირა,– იუწყება უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ და ვიდეოს აქვეყნებს.
კომპანიის ცნიბით, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური იქცა ახალ ობიექტად, რომლის უსაფრთხოებასაც საფრთხე რუსული საკრუიზო რაკეტებით ემუქრებოდა.
„16 აპრილს სადგურის მოედანზე გადავიდა სამი საკრუიზო რაკეტა, რომელიც სავარაუდოდ, ბელორუსის ტერიტორიიდან ნიკოლაევის მიმართულებით გაისროლეს. ერთ-ერთი მათგანი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
საფრთხე, ატომურ რეაქტორში ჩავარდნის და ბირთვული კატასტროფის, მაღალი იყო“,– იუწყება „ენერგოატომი“.