Accentnews.ge
მედია – ივნისში რომის პაპი შესაძლოა, რუსეთის პატრიარქს შეხვდეს

მედია – ივნისში რომის პაპი შესაძლოა, რუსეთის პატრიარქს შეხვდეს

22/04/2022 11:26:08 მსოფლიო

ივნისში რომის პაპი ფრანცისკე შესაძლოა, რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდეს, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, შეხვედრა სავარაუდოდ, ისრაელში გაიმართება.

როგორც Reuters იუწყება, რომის პაპი 12-13 ივნისს უნდა გაემგზავროს ლიბანში. განიხილება ამ ვიზიტის გახანგრძლივება 14 ივნისს იორდანიის დედაქალაქ ამანში ჩაფრენით. აქედან პაპი შესაძლოა, ვერტმფრენით იერუსალიმში ჩაფრინდეს, შემდეგ კი რომში დაბრუნდეს.

გამოცემა არ ასახელებს, რა შეიძლება, იყოს რუსეთის პატრიარქთან პოტენციური შეხვედრის შინაარსი, თუმცა ცნობილია, რომ კირილი უკრაინაში ომს მხარს ღიად უჭერს, რომის პაპმა კი იქ მომხდარი მკვლელობები დაგმო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S