
შარლ მიშელი: „ევროკავშირი უკრაინისთვის მძიმე იარაღს შეიძენს“
22/04/2022 10:19:31 ევროპა
ევროკავშირი დათანხმდა მძიმე იარაღის შეძენას და უკრაინისთვის უფასოდ გადაცემას რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის მიზნით,– ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ამ თემაზე ბევრი სიახლე არ იქნება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ვიცავთ ჩვენს ვალდებულებებს, მოგაწოდოთ ეს იარაღი", - უთხრა მიშელმა უკრაინელ ჟურნალისტს.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში ევროკავშირმა უკვე გამოყო 1,5 მილიარდი ევრო ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის საშუალებით, რომელიც გამოიყენება შესყიდვებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაფარად:
"და ეს არის დამატებითი მხარდაჭერა ევროკავშირის მრავალი წევრი სახელმწიფოსგან, რომელიც მოდის ორმხრივ დონეზე. მაგრამ ეს დახმარება არ არის საკმარისი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ".