ევროკავშირის კითხვარი მოლდოვამაც შეავსო
22/04/2022 09:14:26 მსოფლიო
მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარის შევსება დაასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შედგა ევროკავშირის ელჩ იანის მაჟეიკსისთვის შევსებული კითხვარის გადაცემის ცერემონია.
მოლდოვამ კითხვარი საქართველოსთან ერთად 11 აპრილს მიიღო.
მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინის შემდეგ მიმართეს. უკრაინამ ეს ნაბიჯი რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადადგა. ქვეყანამ უკვე შეავსო შესაბამისი კითხვარიც, რომელიც პირადად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადასცა ევროკავშირის წარმომადგენელს.
როდის დაასრულებს კითხვარის შევსებას საქართველო და როდის გადასცემს ევროკავშირის წარმომადგენელს ჯერ–ჯერობით უცნობია.


