იაპონიამ კურილიის კუნძულებს კვლავ უწოდა "არალეგალურად ოკუპირებული"
22/04/2022 09:09:58 მსოფლიო
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2003 წლის შემდეგ პირველად უწოდა სამხრეთ კურილიის კუნძულებს იაპონიის უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორია,– იუწყება ადგილობრივი მედია.
ამგვარ განმარტებას შეიცავს დიპლომატიის წიგნის ახალი ნომერი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სამთავრობო გზამკვლევი, რომელსაც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს 1957 წლიდან.
სახელმძღვანელოს განახლებულ ვერსიაში, რომელიც 22 აპრილს გამოვიდა, ასევე მოიცავდა ფორმულირებას, რომ კუნძულები „იაპონიის განუყოფელი ნაწილია“.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ასეთი აღწერა დოკუმენტში 2011 წლიდან არ არსებობდა.
გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და უწოდა მას "ძალადობა, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს არა მარტო ევროპაში, არამედ აზიაშიც" და განაცხადა, რომ ამ ფონზე ძნელია რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების თაობაზე მოლაპარაკების პერსპექტივებზე საუბარი.
იაპონიას აქვს პრეტენზია კურილის ოთხ სამხრეთ კუნძულზე - იტურუპი, შიკოტანი, კუნაშირი და ხაბომაი. კუნძულების ანექსია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოახდინა და იქიდან იაპონელები გამოასახლეს.
1956 წელს მოსკოვმა და ტოკიომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება არასოდეს დადებულა.2003 წლამდე იაპონური დიპლომატია კუნძულებს ოფიციალურად უწოდებდა "არალეგალურად ოკუპირებულს", ხოლო 2012 წლამდე - "საგვარეულო მიწებს". 2012 წლიდან ხელისუფლება მსგავს ფორმულირებებს თავს არიდებდა რუსეთთან კომპრომისის მიღწევის იმედით.
მარტის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ამ ტერიტორიებს „თავდაპირველად იაპონური“ უწოდა, ხოლო შემდეგ, "უკანონოდ ოკუპირებული". ამის შემდეგ მოსკოვმა ფაქტობრივად შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები.


