Accentnews.ge
ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტი "Z"–ს შუღლის გამაღვივებლდ აფასებს

ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტი "Z"–ს შუღლის გამაღვივებლდ აფასებს

22/04/2022 08:47:12 მსოფლიო

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა ეთნიკური შუღლის გაღვივების ხელშეწყობად შეაფასა საკარნავალო კოსტიუმების გამქირავებელი ორგანიზაციების მიერ მოქალაქეებისთვის, 9 მაისის აღსანიშნავად Z-იანი კოსტიუმების და სამხედრო ფორმის შეთავაზება.

ამასთან, უშიშროების კომიტეტი ამ ორგანიზაციებს მოუწოდებს, უარი თქვან მსგავსი კოსტიუმების გაქირავებაზე, ხოლო მოქალაქეებს მიმართავს, Z-იანი კოსტიუმები არ ჩაიცვან 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე.

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი ყველას აფრთხილებს, რომ ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება კანონით ისჯება.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ რუსულმა პროპაგანდამ ლათინური ასოები Z და V აქცია ომის მთავარ სიმბოლოდ. ეს ასოები გამოსახულია როგორც უკრაინაში მყოფ რუსულ საბრძოლო ტექნიკაზე, ასევე, სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, აქსესუარებზე და ა.შ. რუსეთის მხარდასაჭერად ამ სიმბოლოების გამოყენება ევროპის არაერთმა ქვეყანამ უკვე აკრძალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S