Accentnews.ge
ავსტრალიამ პუტინისა და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ პუტინისა და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა

22/04/2022 08:30:28 მსოფლიო

ავსტრალიამ უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთის 147 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილები: კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა.

ამასთან, სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს 144 წევრს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S