Accentnews.ge
დანილოვმა განმარტა, როგორ მოხდა მარიუპოლში დახმარების შეტანა

დანილოვმა განმარტა, როგორ მოხდა მარიუპოლში დახმარების შეტანა

22/04/2022 08:27:22 ევროპა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ მარიუპოლის აუცილებელი დახმარების მიწოდება ვერტმფრენების საშუალებით ხორციელდებოდა და რომ ქალაქის დამცველები მხოლოდ საბრძოლო მასალას ითხოვდნენ.

„ამის თქმა საჭირო არ არის, მაგრამ გეტყვით, რომ როცა ვერტმფრენების ღამით გაგზავნა დავიწყეთ და ვიკითხეთ, რა სჭირდებოდათ [მარიუპოლში გამაგრებულებს], მათ ტყვია-წამალი მოითხოვეს და არა წყალი და საკვები, თუმცა ესეც მივაწოდეთ“, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, მარიუპოლში ვითარება რთულია, მაგრამ „არც არასოდეს ყოფილა ადვილი" და რომ ქალაქის დამცველები დიდ რუსულ დაჯგუფებას იგერიებენ:

"ყველაფერი კეთდება, რაც შესაძლებელია და შეუძლებელი ქალაქის მცხოვრებთა და დამცველთა დასახმარებლად.

დამიჯერეთ, ერთი ფიზიკური შესაძლებლობა მაინც რომ ყოფილიყო ამ საკითხის გადასაჭრელად, მოვაგვარებდით“.

ქალაქი თვეზე მეტია, ბლოკირებულია რუსული ძალების მიერ. მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის "აზოვსტალის" ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლკ "აზოვის" და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა. ქარხნის მიწისქვეშა საცავებს თავს აფარებს მარიუპოლის ასეულობით მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები. უკრაინული მხარე ცდილობს მათთვის ჰუმანიტარული დერეფნის შეთანხმებას.

როგორც "აზოვსტალის" ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ქუფარაშვილმა განმარტა, რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას იმ პირობით სთავაზობს, თუ „აზოვის“ მებრძოლებ იარაღს დაყრიან, რასაც „აზოველები“ არ დასთანხმდებიან და ტერიტორიას მხოლოდ იარაღით დატოვებენ, რადგან უკრაინას წარსულში უკვე აქვს გამოცდილება, როდესაც პირობისამებრ, ბლოკირებულმა მებრძოლებმა იარაღი დაყარეს და შემდეგ ისინი რუსებმა სწორედ, რომ „მწვანე დერეფანში“ გაანადგურეს.

მისივე თქმით, „აზოვი“ საზოგადოების აღქმაში თავიუფლების სიმბოლოა და სწორედ ამ სიმბოლოს განადგურება სურს რუსეთს, ხოლო „აზოველები“ ბოლომდე იბრძოლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S