
ზაპოროჟიეს რაიონში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაშავებულები
22/04/2022 08:11:10 ევროპა
22 აპრილს ზაპოროჟიეს რეგიონის ჩრდილოეთით სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოვარდა,– ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.
ამავე წყაროს ცნობით, არიან დაშავებულები.
ამ დროისთვის დეტალები ზუსტდება.
რეგიონულ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ავიახომალდი ტექნიკურ ფრენას ასრულებდა.
ზაპოროჟიეს რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში ვოლნიანსკის ოლქი მდებარეობს.