Accentnews.ge
ვერეშჩუკი: "დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება"

ვერეშჩუკი: "დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება"

22/04/2022 07:51:50 მსოფლიო

საფრთხის გამო უკრაინაში დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

"მივმართავ ყველას, ვინც ევაკუაციას ელოდება: გთხოვთ, იყავით მომთმენი", - განაცხადა ვერეშჩუკმა.

გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ ხერსონის ოლქის სამი დასახლებული პუნქტიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სცადა, თუმცა იმის გამო, რომ ოკუპანტებმა ცეცხლი არ შეწყვიტეს, დერეფნების გახსნა ვერ მოხერხდა. ჰუმანიტარულმა დერეფანმა არ იმუშავა მარიუპოლშიც. აგრესორებმა ის ტერიტორია დაბომბეს, სადაც ევაკუაციისთვის მოქალაქეები იკრიბებოდნენ, ამიტომ დერეფანი დაიხურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S