Accentnews.ge
აშშ უკრაინას დონბასის რელიეფზე მორგებულ უპილოტო საფრენ აპარატებს უგზავნის

აშშ უკრაინას დონბასის რელიეფზე მორგებულ უპილოტო საფრენ აპარატებს უგზავნის

22/04/2022 07:29:10 მსოფლიო

აშშ უკრაინას დონბასის რელიეფზე მორგებულ "Ghost"–ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს უგზავნის. ამის შესახებ პენტაგონის პრე–სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 121 "დრონი" უკრაინას დამატებით 800მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ფარგლებში მიეწოდება.

"Ghost"-ს "დრონები" კარგად შეესაბამება იმ საჭიროებებს, რაც უკრაინას ახლა დონბასის რეგიონში აქვს. ის, რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ გადმოგცეთ სურათი, რას ხედავს, მაგრამ მისი ძირითადი აქცეტნი შეტევაა", - განაცხადა ჯონ კირბიმ.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკელები უკრაინელებს გაწვრთნიან, თუ როგორ გამოიყენონ "Ghost". სად გაივლიან წვრთნებს ან რამდენი უკრაინელი გაიწვრთნება კირბს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კირბმა განაცხადა, რომ "Ghost" სპეციალურად უკაინისთვის მოკლე პერიოდში შეიქმნა, თუმცა ბრიფინგზე მან აღნიშნული განცხადება განმარტა:

"Ghost" –ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების შექმნა აშშ–მა 24 თებერვლამდე დაიწყო, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S