Accentnews.ge
დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდასაჭერად სტრატეგიულ შეხვედრას გამართავენ

დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდასაჭერად სტრატეგიულ შეხვედრას გამართავენ

22/04/2022 07:04:20 ევროპა, მსოფლიო

დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირაში გერმანიაში შეიკრიბებიან უკრაინის მხარდაჭერის, მისი თავდაცვითი შესაძლებლობების ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერების საკითხებზე სამსჯელოდ.

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ შეხვედრა 26 აპრილს რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით გაიმართება.

მისი ქმით, მონაწილება სია ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა განმარტა, რომ მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებზე არაა საუბარი.

„შეხვედრის მიზანია, ერთად შეიკრიბოს ყველა დაინტერესებული მხარე მთელი მსოფლიოდან უკრაინის გადაუდებელ თავდაცვის საჭიროებებზე სამსჯელოდ - და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია - იმის შესახებ სასაუბროდ, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის გაძლიერება და განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

იგეგმება უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ვითარების განხილვა და მოკავშირეთა თავდაცვის ინდუსტრიის ჩართვა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამხედრო დახმარების მუდმივი ნაკადი.

ასევე განიხილება უკრაინის ომის შემდგომი საჭიროებები.„დღის წესრიგის ნაწილი იქნება უკრაინის გრძელვადიანი თავდაცვის საჭიროებები ამ ომის შემდეგ. მინისტრი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე დისკუსიის დაწყება ნაადრევი არ არის",– მან თქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S