Accentnews.ge
ბრიტანელები უკრაინელ სამხედროებს ჯავშანმანქანების მართვასა და საზენიტო რაკეტების გამოყენებას ასწავლიან

ბრიტანელები უკრაინელ სამხედროებს ჯავშანმანქანების მართვასა და საზენიტო რაკეტების გამოყენებას ასწავლიან

22/04/2022 06:41:25 ევროპა

ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დიდ ბრიტანეთში გადის წევრთნებს ჯავშანმანქანის მართვაში, ვიდრე 120 ბრიტანული ერთეულთან ერთად დაბრუნდებიან სამშობლოში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად,– ამის შესახებ, The Guardian–ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა ინდოეთში მოგზაურობის დროს.

მისივე თქმით, ბრიტანელი სამხედროები ასევე ასწავლიან უკრაინელ კოლეგებს პოლონეთში, თუ როგორ გამოიყენონ საზენიტო რაკეტები.

„შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ ამჟამად მწვრთნით უკრაინელებს პოლონეთში საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში, დიდ ბრიტანეთში კი ჯავშანტექნიკის გამოყენებაში“,– განაცხადა ჯონსონმა.

დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა კიევისთვის ნატოს სტანდარტული იარაღის მიწოდება დაიწყეს, რომელიც მოითხოვს მოკლე წვრთნების პერიოდს.

ამ კვირაში პენტაგონმა განაცხადა, რომ რამდენიმე უკრაინელს მოამზადებს "ქვეყნის გარეთ" ამერიკული ჰაუბიცების გამოყენებაში.

”რაც ახდენს ესკალაციას, ეს პუტინისა და მისი რეჟიმის ქმედებებია უკრაინაში. ჩვენ უბრალოდ ვმუშაობთ მოკავშირეებთან ერთად, რათა უკრაინას მივცეთ საუკეთესო ინსტრუმენტები თავის დასაცავად”, - დასძინა ჯონსონის პრეს–სპიკერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S