Accentnews.ge
"რუსი ბიზნესმენები ქართული კომპანიების მეშვეობით სანქციებს თავს არიდებენ"

"რუსი ბიზნესმენები ქართული კომპანიების მეშვეობით სანქციებს თავს არიდებენ"

21/04/2022 19:55:07 მსოფლიო

რუსი ბიზნესმენები ქართული კომპანიების მეშვეობით სანქციებს თავს არიდებენ, - ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "საქართველოში ბანკები დიდი სიამოვნებით უხსნიან რუსებს ანგარიშებს".

„მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ არ უნდათ, რუსეთის მოქალაქეებს ბანკში ანგარიშები გაუხსნან, საქართველოში კი ბანკები დღეს დიდი სიამოვნებით უხსნიან რუსებს ანგარიშებს, ხოლო რუსი ბიზნესმენები თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით, ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს“, - განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტს.

"თუ არ უნდათ, ან თუ მტკივნეულია ეკონომიკური თვალსაზრისით, ესეც ახსნადია, მაგრამ უბრალოდ ნუ დაეხმარებიან რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთის ბიზნესს, გვერდი აუარონ იმ სანქციებს, რომლებიც დააწესეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებმა", – დასძინა არახამიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S