
თბილისში, ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა
21/04/2022 18:40:18 საზოგადოება
თბილისში, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა მეორე დაჭრა.
შემთხვევის შედეგად, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 118-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.