რუსეთმა მარკ ცუკერბერგსა და კამალა ჰარისს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
21/04/2022 17:48:41 მსოფლიო
რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების 29 მოქალაქეს, რომელთა შორის ბიზნესმენები, ტოპ-მენეჯერები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არიან, სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქციების შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ Meta-ს (Facebook-ის) დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, აშშ-ის ვიცე–პრეზიდენტი კამალა ჰარისი და Bank of America-ს ხელმძღვანელი ბრაიან მოინიჰენი.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება უწყვეტ ანტირულ სანქციებსა და "რუსოფობიურ დამოკიდებულებას" უკავშირდება. უწყებაში ამბობენ, რომ პერსონალური სანქციები გაფართოვდება.


