"რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთთან რაიმე კავშირში მყოფი გემები აშშ-ის პორტებში ვეღარ შემოვლენ"
21/04/2022 14:30:50 მსოფლიო
აშშ–მა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ან რუსეთთან რაიმე კავშირში მყოფი გემებს ამერიკულ პორტებში შესვლა აუკრძალა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.
„არც ერთი გემს, რომელიც არის რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი, რუსეთის მფლობელობაში ან რუსული ინტერესების შესაბამისად ოპერირებს, აშშ-ის პორტებსა ან ჩვენს სანაპიროებზე გადასაადგილელად ნებართვა არ მიეცემა. ეს არის კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი, რომელსაც აშშ დგამს თავის მოკავშირეებთან ერთად კანადასა და ევროპაში", – განაცხადა ბაიდენმა.


