Accentnews.ge
აშშ უკრაინას დამატებით 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

21/04/2022 14:20:49 მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.

„დღეს მე ვაცხადებ 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა", – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, მათ შორის მძიმე არტილერიასა და უპილოტო საფრენ აპარატებს.

"აშშ, მოკავშირეები და პარტნიორები რაც შეიძლება სწრაფად მოქმედებენ, რათა გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რაც მათ სჭირდებათ”, - განაცხადა მან.

ბაიდენმა ასევე ისაუბრა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე:

”ჩვენ ვუზიარებთ და კვლავ გავაგრძელებთ გავუზიაროთ უკრაინას დაზვერვის მონაცემები, რათა ეს ინფორმაცია მათ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S