
„სავარაუდოდ, შპიონი აღმოვაჩინე“: სუსი ბუღაძის ინფორმაციით დაინტერესდა
21/04/2022 14:02:42 საზოგადოება
მწერალ ლაშა ბუღაძის ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა,– ამის შესახებ თავად მწერალი იტყობინება. საუბარია დაახლოებით, ორიოდ საათის წინ ბუღაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელის საეჭვო კომუნიკასიის შესახებ მოიცავდა ცნობებს.
„ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ ჩემი ცხოვრების პირველი შპიონი აღმოვაჩინეთ. ჩვენი სახლის ფანჯრის ქვეშ, რომელიც როგორც ჩანს, მოყუჩებულ ადგილად მიიჩნია, "რუსი ტურისტის იერის მქონე" კაცი ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას... ჩემი ტელეფონი თან არ მქონდა და ჩაწერა თავიდან ვერ მოვასწარით. კაცი რუსულად ეუბნებოდა თანამოსაუბრეს, რომ ჯობდა საღამოობით არ გამოსულიყვნენ, რათა ხალხის ყურადღება არ მიეპყროთ და მაქსიმალურად ფრთხილად ყოფილიყვნენ... რომ 1 თვეა, ელოდებიან სიგნალს (!), რათა აქ ჩამოსულიყვნენ, - „ასე გვეუბნებოდნენ, 1 კვირაში წახვალთო და არ გავიდა ეს 1 კვირა, ზუგრჩანთები არც ამოგვილაგებია სიგნალის მოლოდინშიო“, „არც დედას უნდა ველაპარაკოთ ტელეფონზე, არც ცოლს, არც არავისო, ყველა კონტრაქტორი ასე იქცევაო“... „მარტო ყოფნა რთულია ასეთ პირობებში, სადაც კომუნაკაციაში არ უნდა შეხვიდე არავისთან და ამიტომ ჯობია, ორნი ვიყოთო“. "ნე ვისოვივატსია",– დაწერა ბუღაძემ.
მან ივარაუდა, რომ მამაკაცი ქუჩის კამერებს დაფიქსირებული უნდა ჰყავდეთ. დაასახელა შემთხვევის დრო – 14:30-საათი, განაცხადა, რომ აქვს ფოტო–ვიდეო მასალა და რომ მზადაა, სესაბამის უწყებას რეაგირებისთანავე გადასცეს.
„ეს უცნაური წარწერები ქუჩებში (რაც უკრაინაშიც ჩანდა ომამდე) და ახლა ამ კაცის აღმოჩენა - საგანგაშო სიმპრომების მატარებელია. რას ელოდებოდნენ "ერთი თვე"? ვინ შემოდის და შემოსულია საქართველოში?“,– კითხულობს ბუღაძე.