Accentnews.ge
NDI - გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა და პუტინის ბრალია

NDI - გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა და პუტინის ბრალია

21/04/2022 13:30:58 საზოგადოება

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დაწყება რუსეთისა და პუტინის ბრალია.

კითხვაზე, თუ ვისი ბრალია უკრაინაში ომი, რომელზეც რესპოდენტებს არაუმეტეს სამი პასუხის გაცემის უფლება ჰქონდათ, გამოკითხულთა 67% უშუალოდ რუსეთს ასახელებს, 11 % – პუტინს, 9 % – ამერიკის შეერთებულ შტატებს, 5 % – უკრაინას – , ნატოს – 3%, ხოლო ევროკავშირს – 2 %.

კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S