
NDI - გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
21/04/2022 13:26:47 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 44 %მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17 % აცხადებს, რომ საქართველო საერთოდ არ ვითარდება, ხოლო 28% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.