
NDI – საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მომხრეა
21/04/2022 13:06:21 საზოგადოება
„ეროვნულ-დემოკრსტიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მომხრეა.
66% აცხადებს, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისათვის დაწესებული უვიზო რეჟიმი უნდა გააუქმოს, 23 % ამას ეწინააღმდეგება, ხოლო 11% ამბობს, რომ არ აქვს პასუხი კითხვაზე.
საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი ცალმხრავად აქვს გაუქმებული, ანუ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასასვლელად ვიზა უნდათ.
კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.