Accentnews.ge
NDI –გამოკითხულთა 49%-სთვის მისაღებია, რომ მთავრობა არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

NDI –გამოკითხულთა 49%-სთვის მისაღებია, რომ მთავრობა არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

21/04/2022 13:02:28 საზოგადოება

„ეროვნულ-დემოკრსტიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი მხარს უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთი წინააღმდეგ გლობალურად დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

კითხვაზე, „საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურ სანქციებს არ შეერთებოდა. თქვენთვის მისაღებია თუ მიუღებელია საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება?“ გამოკითხულთა 49%-მა თქვა, რომ მისაღებია, 37% აცხადებს, რომ მიუღებელია, 14%–მა უპასუხა: "არ ვიცი", 1%–მა უარი განაცხადა პასუხზე.

კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S