Accentnews.ge
NDI – გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, NATO-ში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს

NDI – გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, NATO-ში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს

21/04/2022 12:55:41 საზოგადოება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ NATO-ში საქართველოს გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ კვლევაში NATO-ში გაწევრიანების შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია მოყვანილი.

გარდა ამისა, კონკრეტული მოსაზრების მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი განსხვავებულია ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ ჩატარებულ კვლევებში.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა, კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას. NATO-ში გაწევრიანება მისაღებია მოსახლეობის 71%-ისთვის, მიუღებელია 15%-ისთვის, ხოლო 13% ამბობს, რომ არ იცის.

ომის დაწყების შემდეგ კი, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S