Accentnews.ge
NDI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეზღუდვას მეტი მოქალაქე უჭერს მხარს

NDI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეზღუდვას მეტი მოქალაქე უჭერს მხარს

21/04/2022 12:50:54 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს.

კერძოდ, ომამდე 23% მიიჩნევდა, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ომის დაწყების შემდეგ კი - 39%.

კვლევის თანახმად, ომამდე 53% მიიჩნევდა, რომ საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, ომის დაწყების შემდეგ - 25%; ომამდე, 16% მიიჩნევდა, რომ საქართველომ რუსეთთან ისე უნდა დატოვოს ურთიერთობები, როგორც არის, ომის დაწყების შემდეგ - 27%.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S