Accentnews.ge
რუსეთში თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო ინსტიტუტის შენობა იწვის, არის მსხვერპლი

რუსეთში თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო ინსტიტუტის შენობა იწვის, არის მსხვერპლი

21/04/2022 12:47:35 მსოფლიო

რუსეთში, ტვერში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული იმ ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტის შენობა იწვის, რომელიც

“ისკანდერების”, საზენიტო სისტემებისა და Ту-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის უხილავობის სისტემების შემუშავებაში მონაწილეობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ინსტიტუტის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, პერსონალი ევაკუირებულია და ადგილზე მეხანძრეები აგრძელებენ მუშაობას.

თუმცა ოპოზიციური მედიასაშუალებები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ: ხანძარს უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული კიდევ 30-ზე მეტს, რომელთა უმრავლესობა ფანჯრებიდან ხტებოდა იმის გამო, რომ მომწამლველი ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევამ და ძლიერმა დაკვამლიანებამ ევაკუაცია შეუძლებელი გახადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S