Accentnews.ge
კვლევა – გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა

კვლევა – გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა

21/04/2022 12:33:01 საზოგადოება

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით.

კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს შეაფასონ, ბოლო 5 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა (გაიზარდა; შემცირდა; იგივე დარჩა) სხვადასხვა ორგანიზაციის და ქვეყნის გავლენა საქართველოზე.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ რუსეთის გავლენა გაიზარდა, 24% აცხადებს, რომ იგივე დარჩა, 9% ამბობს რომ შემცირდა, 14% კი ამ კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.

NDI-მ ეს კითხვა მოქალაქეებს უკრაინაში ომის დაწყებამდეც დაუსვა, მაშინ გამოკითხულთა 51% მიიჩნევდა, რომ რუსეთის გავლენა ბოლო 5 წელში გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S