ზელენსკი: "მაკრონმა უნდა აირჩიოს რუსული ბიზნესი და ფული ან თავისუფლებისთვის ბრძოლა"
21/04/2022 12:14:07 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რუსულ ფულს, ბიზნესსა და მეორეს მხრივ, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლასა და სიცოცხლეს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
"გვესმის რუსი ოლიგარქების ფულის გავლენა საფრანგეთის ეკონომიკაზე, შესაბამისად ჩემთვის გასაგებია შიდა წნეხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი - ბიზნესი, ფული და ეს ისტორია ან თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და სიცოცხლისთვის ბრძოლა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, მაკრონი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას.
„მე ვფიქრობ, რომ მაკრონი რთულ სიტუაციაშია, რადგან ბევრი ბიზნესი საფრანგეთში ორიენტირებულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებზე, ბიზნესსა და ფულზე. ეს ასევე რუსეთსა და საფრანგეთს შორის ისტორიასთანაცაა კავშირში. რუსული ელიტები ხშირად მოდიან საფრანგეთში დასასვენებლად, ნიცაში, კანში... მათ აქვთ ვილები სანაპიროებზ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


