Accentnews.ge
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

21/04/2022 12:08:22 საზოგადოება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ სამი წლის ვადით ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

მაღლაფერიძის კანდიდატურას ბორდის 9 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი. მეორე კანდიდატს ბესო ლილუაშვილს ბორდის 2-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა 'საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტმა 13 აპრილს „ქართული ოცნების“ წარდგენით აირჩია.

ვასილ მაღლაფერიძეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობა 2017-2020 წლებში ეკავა. მოგვიანებით, იგი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში საქმიანობდა. პოლიტსაბჭოს წევრად იგი 2021 წლის იანვარში აირჩიეს, თუმცა იმავე წლის მარტში თანამდებობა დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S