Accentnews.ge
რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის საკონსულოებს კეტავს

რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის საკონსულოებს კეტავს

21/04/2022 11:52:05 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქტ-პეტერბურგსა და პსკოვში ლატვიის, ასევე პეტერბურგში ესტონეთისა და ლიეტუვის გენერალური საკონსულოების დახურვის შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ მათი ყველა თანამშრომელი რუსეთში პერსონა ნონ-გრატად ცხადდება.

სამინისტროს ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს საპასუხო ნაბიჯია ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის დიპწარმომადგენლობების ამასწინანდელ დახურვაზე.

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ამ დრომდე აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებიდან ჯამში 300-ზე მეტი რუსი დიპლომატია გაძევებული. მოსკოვი ყველა ამ სახელმწიფოს სიმეტრიული პასუხით დაემუქრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S