მოსკოვი: “სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მას შემდეგ დასრულდება, რაც ნატო-ს მხრიდან საფრთხეს გავანეიტრალებთ”
21/04/2022 11:43:41 მსოფლიო
მოსკოვი უკრაინაში ომის დასრულების პირობებს უკვე მერამდენედ ცვლის. ამჯერად რუსეთის საგარეო უწყება “ნატო-ს მხრიდან საფრთხის განეიტრალებაზე” ალაპარაკდა.
«სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა ყველა დასახული ამოცანა შესრულდება. მათ შორისაა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიიდან მომავალი იმ საფრთხის განეიტრალება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ნატო-ს მიერ ათვისების გამო წარმოიშვა»,— განაცხადა სამინისტროს დსთ-ის საქმეთა მეორე დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პოლიშჩუკმა.
მისივე მტკიცებით, “ოპერაცია გეგმიურად ხორციელდება და ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული».


