Accentnews.ge
„კადიროველები“ ვიდეოების თავის მოსაწონებლად გადაღების დროს დაჭრეს“ – CIT-ის დამფუძნებელი

„კადიროველები“ ვიდეოების თავის მოსაწონებლად გადაღების დროს დაჭრეს“ – CIT-ის დამფუძნებელი

21/04/2022 11:28:32 ევროპა

საგამომძიებლო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელი რუსლან ლევიევი ეხმიანება ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მორიგ შეტყობინებას, „კადიროველების“ მიერ რუბეჟნის აღების თაობაზე და აღნიშნავს, რომ რეალურად ისინი ბრძლებში არ მონაწილეობენ.

„ყველაზე ნაკლებად ველი, რომ „კადიროველები“ აიღებენ მანდ რომელიმე დასახლებას, რადგან ისინი არ იბრძვიან, საუკეთესო შემთხვევაში ვიდეოჩანაწერებს აკეთებენ მას შემდეგ, რაც რომელიმე კონკრეტული ტერიტორია რუსული ძალების კონტროლის ქვეშ ექცევა. ბოლო დღეების ყველაზე მკაფიო მაგალითია მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი, სადაც 15 აპრილს მძიმე ბრძოლები იყო. ვნახეთ, რომელი დანაყოფები მონაწილეობდნენ, მათ შორის „კადიროველები“ არ ყოფილან. როდესაც გამოჩნდა ჩანაწერები, რომ კომბინატის ტერიტორიას რუსული ძალები აკონტროლებენ, მაშინ გამოჩნდნენ „კადიროველებიც“, თითქოს მათ „გაწმინდეს“ კომბინატი.

რაც შეეხება რუბეჟნის აღებას, ვიცით, რომ მასზე ჯერ კიდევ ხორციელდება შეტევა და ჯერ არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას რუსული ძალები აკონტროლებენ“,– ამბობს ლევიევი.

ის ვარაუდობს, რომ ვიდეოებისადმი „სიყვარულის“ გამო „ტიკ–ტოკის“ მეომრებას წოდებული „კადიროველები“ თავის მოწოდებას უფრო მათი ლიდერის წინაშე უნდა ცდილობდნენ, რადგან შოიგუს და სხვა გენერლებს ალბათ უკეთესი ინფორმატორები უნდა ჰყავდეთ, ვიდრე ჩეჩნების ვიდეოჩანაწერებია.

„ბოლო პერიოდში ვახეთ, რომ ცოტა გარისკვა დაიწყეს და გამოჩნდა სასაცილო ვიდეოები მარიუპოლიდან. ყოველთვის ვამბობდი, რომ „კადიროველებს“ ნორმალური სამხედრო სწავლება არ აქვთ გავლილი, არ აქვს ტაქტიკა: ბოლოს ორ ვიდეოში ვხედავთ, თითქოს შეტევაზე გადადიან, შემდეგ კი მშვიდად მისეირნობენ, რაც საომარი ზონის პირობებში, ცხადია, არასწორია. მიიღეს კიდეც პასუხი და ორი კადიროველი დაიჭრა, გასაგებია, რატომაც“,– დასძენს სამხედრო ექსპერტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S