Accentnews.ge
ლატვია მოქალაქეობას ჩამოართმევს მათ, ვინც ომის დანაშაულებში მონაწილეობს ან მხარს უჭერს

ლატვია მოქალაქეობას ჩამოართმევს მათ, ვინც ომის დანაშაულებში მონაწილეობს ან მხარს უჭერს

21/04/2022 10:47:52 მსოფლიო

ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს ჩამოართვას მოქალაქეობა იმ ადამიანებს, რომლებიც ომის დანაშაულებს უჭერენ მხარს.

მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას იმ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფინანსური, მატერიალური, პროპაგანდისტული, ტექნოლოგიური ან სხვა სახის დახმარება გაუწიეს ქვეყნებს ან ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდი, დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, ომის დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას ან დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციურ წესრიგს.

ასევე, ლატვიის მოქალაქეობა შეიძლება გაუქმდეს, თუ პირი თავად მონაწილეობდა ასეთ საქმიანობაში.

ცვლილებები ითვალისწინებს, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ლატვიის მოქალაქეობა შეიძლება გაუუქმდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S