Accentnews.ge
გაიდაი: "რუსი ოკუპანტების მიერ რუბეჟნოეს "გათავისუფლების" შესახებ ინფორმაცია ყალბია, ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება"

გაიდაი: "რუსი ოკუპანტების მიერ რუბეჟნოეს "გათავისუფლების" შესახებ ინფორმაცია ყალბია, ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება"

21/04/2022 10:43:19 მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ "რუსი ოკუპანტების მიერ რუბეჟნოეს "გათავისუფლების" შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება".

​მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ ამგვარი ყალბი ინფორმაცია უკვე მესამედ გაავრცელა.

"აბსურდი: "რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის 56-ე დღე აღინიშნა რუბეჟნოეს გათავისუფლებით", - განაცხადეს რუსეთის მკვლელობის სამინისტროში.

სიმართლე: უკრაინის გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ 56-ე დღეს მტერი ცდილობდა ფეხის მოკიდებას რუბეჟნოეს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თუმცა დამარცხდა.

რუსული ყალბი ცნობების თანახმად, ოკუპანტების მხრიდან ეს უკვე რუბეჟნოეს მესამე "გათავისუფლებაა". შესაძლოა, უახლოეს მომავალში რუსულმა პროპაგანდამ მეოთხედაც განაცხადოს რუბეჟნოეს "გათავისუფლების" შესახებ", - წერს სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S