Accentnews.ge
„ლუკოილის" პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

„ლუკოილის" პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

21/04/2022 10:31:08 მსოფლიო

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკპეროვმა თანამდებობა დატოვა. კომპანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ალეკპეროვმა გადაწყვეტილება დღეს აცნობა „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს. გადადგომის მიზეზი მითითებული არ არის.

ვაგიტ ალეკპეროვი ერთ-ერთია იმ მილიარდერებს შორის, რომელთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო.

„ფორბსის“ თანახმად, ალეკპეროვს ამჟამინდელი ქონება 10.5 მილიარდი აშშ დოლარია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S