Accentnews.ge
ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტა

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტა

21/04/2022 10:25:26 მსოფლიო

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი და გადამუშავება სრულად შეწყვიტა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ავსტრია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც ნავთობის იმპორტს რუსეთიდან კრძალავს. მანამდე ეს გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიიღეს.

უკრაინამ ევროკავშირს რუსულ ნავთობსა და გაზზე სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ არაერთხელ მოუწოდა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S