Accentnews.ge
ამინდის 22 –25 აპრილის პროგნოზი

ამინდის 22 –25 აპრილის პროგნოზი

21/04/2022 10:19:01 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 21-22 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 23-25 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S