Accentnews.ge
"კადიროვმა ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო"

"კადიროვმა ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო"

21/04/2022 10:14:08 მსოფლიო

"კადიროვმა, ვოლოდიმირ ზელენკისა და უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გეგმის სისრულეში მოყვანის ვალდებულება კადიროვმა აიღო. როგორც მან აღნიშნა, 26 თებერვალს, უკრაინაში 3 ჯგუფი შევიდა, თუმცა ამ პროცესებს, უკრაინის დაზვერვა აკონტროლებდა.

"ჩვენ ვაკვირდებოდით სამივე ჯგუფს. ერთი მათგანი გაანადგურეს ჩვენმა სამხედროებმა. ორმა მოგვიანებით დატოვა ჩვენი ქვეყანა. ერთი ახლა დონეცკის რეგიონშია, მეორე - ქალაქ მარიუპოლში, მაგრამ ისინი არ არიან წინა პლანზე“, - ამბობს დანილოვი

ხოლო რაც შეეხება კადიროვსა და მის ჯგუფს, დანილოვის თქმით, ის უკრაინაში არასდროს ყოფილა და მის მიერ გავრცელებული ყველა ფოტო თუ ვიდეო მასალა, სრული აბსურდი და სისულელეა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S