
„ოკუპანტებს მოკლული მარიუპოლელების ცხედრები ქალაქიდან სატვირთოებით გააქვთ“ – ქალაქის მერის მრჩეველი
21/04/2022 09:59:29 ევროპა
ოკუპანტებმა სოფელ მანგუშში რამდენიმე მასობრივი საფლავი მოაწყვეს, სადაც მარიუპოლის დახოცილ მკვიდრთა ცხედრები სატვირთო მანქანებით გადააქვთ,– იუწყება ქალაქის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო Telegram-ზე.
ქალაქი მარიუპოლიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
„მარიუპოლი. ომის დანაშაულები. მასობრივი საფლავების ხანგრძლივი ძიებისა და იდენტიფიცირების შემდეგ დადგინდა მანგუშში მოწყობილი მასობრივი სამარხების ფაქტი, სადაც მასობრივად მარხავენ მოკლულ მარიუპოლელებს.
ოკუპანტებმა შემოვლითი გზის მიდამოში მოაწყვეს რამდენიმე მასობრივი საფლავი – თითო 30 მეტრის სიღრმისაა – და სატვირთო მანქანები გადაჰყავთ დაღუპულების ცხედრები. ფაქტობრივად, ნაპირზე ყრიან“,– განაცხადა მერის მრჩეველმა და მასობრივი საფლავების სატელიტური სურათები გამოაქვეყნა.
მერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ცხედრები პლასტმასის პაკეტებშია მოთავსებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ადრე გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპანტები გარდაცვლილთა ცხედრებს სხვა ადგილას აგროვებენ - მარიუპოლის ინდუსტრიული ზონის მიღმა.
მისი თქმით ეს „ომის დანაშაულების პირდაპირი მტკიცებულებების დამალვის მცდელობაა“.