
მოლდოვამ ზახაროვას განცხადებების გამო რუსეთის ელჩი დაიბარა
21/04/2022 09:38:57 ევროპა, მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო.
როგორც მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დანიელ ვოდემ განმარტა, სამინისტრომ გადაწყვეტილებისას მხედველობაში მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მარია ზახაროვას განცხადებები, რომელიც მოიცავდა „არაკონსტრუქციულ და მიუღებელ რიტორიკა მოლდოვას პრეზიდენტის წინააღმდეგ“, ხოლო ისტორიული მოვლენების „პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებას“.
„სახელმწიფოს მეთაურისადმი რუსული დიპლომატიის ოფიციალური წარმომადგენლის დაუშვებელი განცხადებების გათვალისწინებით გამოვიძახეთ რუსეთის ელჩი“,– განმარტა სამინისტრის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ელჩს განემარტა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გეორგიევსკის ლენტის აკრძალვის თაობაზე, ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ხოლო ამ საკითხის ირგვლივ პრეზიდენტ მაია სანდუს გამოსვლის ტექსტი „ინტერპრეტაციის ადგილს არ ტოვებს“:
„მოვუწოდებთ რუსულ მხარეს, არ ჩაერიოს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ, ლეგიტიმურ შიდა პროცესებში“.
შეგახსენებთ , რომ მოლდოვაში საბჭოთა და რუსული სიმბოლიკების გამოყენება, რომლებიც ახალისებს სამხედრო აგრესიას, აიკრძალა. პარლამენტის გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.
„ომს და მის სიმბოლოებს მკაფიო „არა“ უნდა ვუთხრათ და გამოვრიცხოთ მისი გამოყენება ჩვენს საზოგადოებაში. ასეთი სიმბოლოების ადგილი ისტორიის ნაგავსაყრელზეა ნგრევისა და სიკვდილის სხვა ბარბაროსული სიმბოლოების გვერდით. ეს გადაწყვეტილება არის მოვალეობა ამ ომის ყველა მსხვერპლისა და მათდამი, ვინც ეს საშინელებები განიცადა“, - თქვა სანდუმ თემის კომენტირებისას.
ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვან თემის კომენტირებისას გადაწყვეტილების გამო რუსეთის აღფოთება გამოხატა და განაცხადა: „ვინც თავს უფლებას აძლევს, მსგავსი სიტყვები გამოიყენოს სიმბოლოების მისამართით, რომლისთვისაც ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს გასცემდნენ, რათა სხვებს ეცოცხლად, ისტორიის ნაგავსაყრელზე თავად აღმოჩნდება“.