Accentnews.ge
თურქეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ემზადება

თურქეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ემზადება

21/04/2022 08:27:52 მსოფლიო

თურქეთი ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის მეშვეობით მოახდენს,– იუწყება Bloomberg.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, თურქული სახელმწიფო კომპანია Botas, რომელიც რუსული „გაზპრომის“ დიდი ხნის პარტნიორია, ასრულებს მოლაპარაკებებს გერმანიის Deutsche Bank-თან 1 მილიარდი დოლარის სესხის თაობაზე, რომელიც გამოყენებული იქნება ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად როგორც ამერიკელი მწარმოებლებისგან, ისე ევროპელი მოვაჭრეებისგან.

გარიგება კომპანიისთვის წარმოადგენს პირველ კრედიტს თხევადი აირის იმპორტისთვის და გზას უხსნის მსგავს გარიგებებს, რაც Botas-ს საშუალებას მისცემს, განახორციელოს მარაგების დივერსიფიკაცია, სადაც ამჟამად რუსეთი და ირანი დომინირებენ. ხელშეკრულების ხელმოწერა უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი.

თურქეთს, ისევე როგორც ევროკავშირს, სერიოზული პრობლემები შეექმნა რუსეთის ფედერაციიდან ცისფერ საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო კომპანიას არ აძლევს უფლებას, ხარჯების ტვირთი მომხმარებლებზე გადაიტანოს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო,რომელიც 2023 წელს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S