
ესტონეთმა 9 მაისის ღონისძიებებზე რუსული და საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალა
21/04/2022 08:11:00 ევროპა
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყანამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი აქციები აკრძალა. ამასთან, 9 მაისის "გამარჯვების დღის" ღონისძიებებზე რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სიმბოლოების გამოყენება შეზღუდა.
"ყველას გვესმის, რომ სამყარო აღარ არის ისეთი, როგორიც უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო და ვერც 9 მაისის აღნიშვნა იქნება ისეთი, როგორიც ადრე. ბრინჯაოს ჯარისკაცთან ან T-34 ტანკის ძეგლთან აქციების ჩატარება რუსეთის მხარდაჭერას ნიშნავს". - თქვა პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ელმარ ვაჰერმა.
მისი ინფორმაციით, ესტონეთში პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმა ნებადართულია, თუმცა აქციები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად იმართება, აკრძალულია.
"აკრძალულია ასეთი საზოგადოებრივი შეკრებები, მათ შორის, უკვდავი პოლკის მსვლელობა, რომელიც 9 მაისს ტალინში, ფილტრის ქუჩაზეა რეგისტრირებული. მაშინ, როდესაც პუტინის არმია უკრაინაში დანაშაულს სჩადის, ჩვენ მსგავს შეკრებებს ვაუქმებთ.
[...] სასაფლაოსა ან ბრინჯაოს ჯარისკაცის მონახულება აკრძალული არ არის, მაგრამ თუ წმინდა გიორგის ლენტით ან რუსეთის დროშით გაივლით, მაშინ პოლიცია ჩაერევა". - თქვა პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.